დროს შერჩენილი უმანკოება მუჭში მოვიქციე და ჩუმად გადავმალე...
მერე, შემეშინდა ვისთვის დავიმალე, ისევ ავდექი, და ჩუმად გავიპარე...
მერე, უამრავი ფიქრი გავითვალე, დრო და წუთები თითებზე დავითვალე,
ბევრი ვიფიქრე, და ბევრიც არ ვიფიქრე, რაღაც მინდოდა, და კვლავ გადავიფიქრე...
მერე ის მოვძებნე, ის დროში მიმალული, ჩემი ბავშობა და ჩემი სიყვარული...
ისევ მან გამათბო, მან არ გადამაგდო, სხვებივით არ გამწირა, გული არ მატკინა!
მერე, გავიღვიძე, ბევრი არც ვიფიქრე, ისევ დავხატე და სული ჩავახატე...
ჩემი ოცნებები ფერებში გადმოვხატე, გავალამაზე და გულში ჩავიხატე.
ბერვი ვიფიქრე და ბევრიც არ ვიფიქრე, გაფრენა მინდოდა და კვლავ გადავიფიქრე!..
ეკა სანიკიძე
No comments:
Post a Comment