Friday, June 17, 2011

თუკი ცხოვრებისგან მიიღე გამოწვევა, 
ცრემლი არ დაღვარო, არ ღირს ატირება
თუკი ბრძოლა გინდა, არ გსურს დამარცხება 
შიში დაივიწყე და გზა განათდება!..
თუკი შენს გარშემო ტყუილი გამეფდება,
სიმართლით ებრძოლე, ის მიანც დამარცხდება.
თუკი შენს თვალებზე ცრემლი გაიელვებს...
შენი მტრის გულში იმედი დაიბუდებს.
თუკი შენს გარშემო შური გამეფდება,
გულგრილად შეხედე და უმალ მიყუჩდება.
თუკი ბედნიერი წუთები მოფრინდება, 
ნუ გაგიხარდება მალევე გაფრინდება,
თუკი სიყვარული გულში გაგიჯდება
არავის გაუმხილო ფუჭად გადიქცევა...
თუკი შენს თვალებში სევდა ირეკლება 
მაშინვე გაიღიმე სევდა ფერმკრთალდება,
თუკი გრძნობ, რომ ცრემლებს ვერ იოკებ
სიხარულს დააბრალე, სევდა გადამალე
და თუკი ცხოვრება მაინც არ გეშვება
უბრალოდ დაიკიდე და მაშინვე მოგეშვება...

                                               ეკა სანიკიძე

No comments:

Post a Comment