Friday, August 5, 2011

სულში ტკივილია, და გულს უშენობა აწამებს…
ისიც არ ვიცი საით გავყვე მე შენს ნაკვალევს …
მხოლოდ უშენობა თუ შემშლის და გადამრევს…
როგორ გავუმკლავდე ცხოვრებას ნაწამებს…
კვლავ ცრემლი მისველებს ღაწვებს და წამწამებს …
შენი მონატრება ჩემს გულს კვლავ აწამებს…
არ ვიცი რა ვქნა, რომ აღარ გავწმადე …
ნეტავ სად გაძებო,  გული რომ დაწყნარდეს …
სულში ტკივილია და გულს უშენობა აწამებს …
ცრემლი კვლავ მისველებს ღავწებს და წამწამებს …
მე მხოლოდ უშენობა მტანჯავს და მაწვალებს …
არ ვიცი სად გაძებო გული რომ დაწყნარდეს!!!



ეკა სანიკიძე
ქვეყანაზე ბოროტებამ დაიბუდა,
გათავხედდა, ყველა გულში ჩაიხუტა.
სიყვარული გაიყიდა, განადგურდა
ახლა ფული ჩემო კარგო ყველას უნდა,
ადრე როცა სყვარულით თავს იძღობდნენ,
ახლა კარგო მხოლოდ ფულით კაიფობენ…
შურმა, ბოღმამ ისაკუთრა კაცის გული,
სიძულვილიტ შეიცვალა სიყვარული!
განადგურდა ყოველივე წმინდა და,
ხალხის თვალში, ბოროტება აკიაფდა
სიმწრისაგან თურმე ზეცაც ატირდა და, 
ეს სიმწარე ცაზე მეხად აისახა.
ქვეყანაზე ბოროტებამ დაიბუდა,
გათავხედდა, ყველა გულში ჩაიხუტა.
შურმა, ბოღმამ ისაკუთრა კაცის გული,
სიძულვილით შეიცვალა სიყვარული!



ეკა სანიკიძე
თვალზე ცრემლები დამდენია, დარდად ვქცეულვარ
ასე უგულო და ცივ არსებად გადავქცეულვარ...
რაც ასე მძულდა, და ასე მძაგდა იმან მაჯობა,
და თავისნაირ არარაობად მომაჯადოვა.
და, მე ჩავები ბოროტების ფერხულში ნებით,
და  ჩემი თავი მეზიზგება საკუთარ ნებით,
მეც იმად ვიქეც რასაც ასე  მწარედ ვერბძოდი...
და ახლა ვხვდები თურმე მეც მას ვემსგავსებოდი.
მალე მასავით გამიხდება ალბად თვალებიც,
ცივი, უგულო, გამჭვირვალე მიუკარები,
ჩემს დანახვაზე შეძრწუნდებიან ალბად ბავშვები,
როგორც მე ვძრწოდი როცა მის თვალს თვალს ვუყარებდი,
ო ღმერტო რისთვის დავისაჯე ასე რას მერჩი
რატომ მაქციე მეც ისედად ვისაც კვლავ ვებრძვი


ეკა სანიკიძე

მიღელავს ზღვა და მიაპობს სივრცეს
პატარა გული დიდ სიყვარულს იტევს
შენი თვალები მაგიჟებს ისევ
გული ახალ დღეს ხო შენით იწყებს
განა მიყვარხარ, უბრალოდ ისე
გულს უხარიხარ, გონებას მივსებ
რა, დაიჯერე? გგონია გიშვებ?
არა, მიყვარხარ ძლიერად ისევ
უშენოდ ცხოვრება ვეცადე ბევჯერ
არსებობაზე მეტი ვერ შევძელ
ყოველთვის მაკლდი, მაკლიხარ ისევ
უშენოდ ცხოვრებას ვერაფრით ვიწყებ

ეკა სანიკიძე