ქვეყანაზე ბოროტებამ დაიბუდა,
გათავხედდა, ყველა გულში ჩაიხუტა.
სიყვარული გაიყიდა, განადგურდა
ახლა ფული ჩემო კარგო ყველას უნდა,
ადრე როცა სყვარულით თავს იძღობდნენ,
ახლა კარგო მხოლოდ ფულით კაიფობენ…
შურმა, ბოღმამ ისაკუთრა კაცის გული,
სიძულვილიტ შეიცვალა სიყვარული!
განადგურდა ყოველივე წმინდა და,
ხალხის თვალში, ბოროტება აკიაფდა
სიმწრისაგან თურმე ზეცაც ატირდა და,
ეს სიმწარე ცაზე მეხად აისახა.
ქვეყანაზე ბოროტებამ დაიბუდა,
გათავხედდა, ყველა გულში ჩაიხუტა.
შურმა, ბოღმამ ისაკუთრა კაცის გული,
სიძულვილით შეიცვალა სიყვარული!
ეკა სანიკიძე
No comments:
Post a Comment