Thursday, October 6, 2011

სევდიანი ნაპირი, სევდიანი ხმა,
ცრემლით სავსე თვალები, და მონატრების ზღვა ,
უსასრულო ლოდინი, და უსასრულო გზა,
უიმედო სიყვარული, უვარსკვლავო ცა…
მთვარიანი ღამეები მარტოობისა!
შეშლილი ფიქრებისგან განწირული ვარ…
ეს უაზრო ოცნებები კარგს რას მოიტანს?
თან მოჰყვება ქარიშხალი და ცრემლების ზღვა.
ნეტავ რატომ მეშინია შენთან შეხვედრა?
ვიცი გამცემს თვალები, და ვერ დავიჭერ თავს,
გვერძე ისე ვერ ჩაგივლი თითქოს არვინ ხარ.
ფუჭი ოცნებები და  მონატრება მკლავს.
ეს უაზრო სიყვარული კარგს რას მომიტანს…
ძლიერ მომნატრებიხარ და რით ვუშველო თავს?
სევდიანი ღიმილი და ცრემლნარევი ხმა!
შენ ვერასდროს ვერ გაიგებ როგორ მიყვარხარ,
და ვერ ნახავ ჩემ სტრიქონებს შენ რომ გეძღვნება…
აღარ ვიცი რა ვაკეთო რით ვუშველო თავს,
შენი სიყვარული და მონატრება მკლავს!!!


ეკა სანიკიძე

No comments:

Post a Comment