კოკისპირულად გაწვიმდა,
ელვა კი ანათებს ცას,
მითხარი ჩემთან არ გინდა?
მითხარი, მითხარი რა?!
წვიმა არა და არ წყდება,
ელვა კი ანათაბს ცას,
მითხარი ჩემგან რა გინდა?
მითხარი, მითხარი რა?!
წვიმა არ იღებს არა,
და შენც იძახი არას,
ელვამ კვლავ გაანათა
ჯიუტად ისმის არა!
ცხოვრებამ როგორ დამღალა,
გული მატკიინა მართლაც,
ცხოვრებამ ბევრჯერ მატირა,
და შენ კვლავ ამბობ არას...
მითხარი ჩემგან რა გინდა?
აღარ გიყვარვარ ალბათ,
თუ კი მოგბეზრდი რა გინდა,
წადი არ გეტყვი არას...
ცხოვრება შენც აგატირებს,
დაიტანჯები ალბათ.
წადი და მასთან იცხოვრე,
ნუღარ დამტანჯავ, კმარა!
გავა დრო, და შენც მიხვდები
რაც ჩაიდინე ახლა,
ჩემსავით მიტოვებული
ტირილით მოხვალ და ნახავ,
აქ აღარ დაგხვდები იცოდე,
ვიქნები სამარის კართან,
თეთრი ყვავილი მედება
და შენ კვლავ იტყვი არა_ს...
უშენოდ სიცოცხლე არ მინდა!
გაიგე, არა და არა!!!
ეკა სანიკიძე
No comments:
Post a Comment