სულში უშენობა წვიმდა.
მე, შენს სიყვარულზე მლოცვეს,
შენი მოფერება მინდა.
გახსოვს?.. დაგინახე დღეს,
და სულში გაიდარა!..
ვიცი, არ მნატრულობ შენ,
მაინც მენატრები, და, რა?..
წუხელ დაგინახე სხვასთან,
მისთვის ლოცულობდი დღეს!..
ჩემი მოფერების ნაცვლად,
იმ სხვას დაუკოცნი მკერდს,
იმ სხვას დაუკოცნი ბაგეს,
იმ სხვას დაუსუნთქავ ყელს,
იმ სხვას ჩასჩურჩულებ ყურში,
როგორ ძლიერ გიყვარს დღეს!..
მე კი, ისევ შენთვის მლოცველს,
შენი მოფერება მინდა,
ისევ მომენატრე კარგო,
გახსოვს?.. არ მენახე დიდხანს…
ეკა სანიკიძე