Wednesday, July 6, 2011

საღამოა, მთვარის შუქი დიდი
და ქუჩაში მოსეირნე წყვილი,
და მათ შორის სიყვარული დიდი
და თვალებში ანთებული ჟინი
გაბუტული ტუჩები და კოცნა
მერე ისევ სიყვარულის ფიცი
ეს პატარა გოგონა კი ტირის
ბიჭის ბაგეს არ შრდება ფიცი
და გოგონა უცებვე წყვეტს ტირილს
მერე ისევ იღიმის და ყვირის
ყვირის როგორ ძლიერ უყვარს ბიჭი




ეკა სანიკიძე
წავედი დავეცი მაგრამ ავდექი!
ვიცოდი ვცდებოდი და არ ვჩერდებოდი...
მინდოდა მესროლა, მაგრამ შემეცოდა,
გიყვარდეს მოყვასიო ყურში ჩამესმოდა!
სულ არ მეშინოდ,ა უბრალოდ მტკიოდა...
და მარტო დარჩენილს ცრემლები მდიოდა.
გონება გრძნობდა, გულს კი არ სჯეროდა,
სიყალბეს, რომელსაც მაინც ენდობოდა,
გავიდა დრო და უკვე მეშინოდა...
ტკივილის რომელიც ნელნელა მედებოდა.
და ასე ამ ტემპით ცხოვრება გრძელდებოდა,
შეცდომის დაშვება მაინც არ ჩერდებოდა...



ეკა სანიკიძე
ფოთოლცვენის ერთ სევდიან დღეს,
თვალებს დავხუჭავ და ცაში ავფრინდები!
შენ რომ მოხვალ და შემახებ ხელს,
ცივი ვიქნები და უხმოდ ატირდები...
და მერე მოგონებების ზღვას ვეღარ დაიტევ,
მიხვდები  დრო  თითქმის უაზროდ გასულა,
და კვლავ რომ შემხედავ იფიქრებ ძვირფასო,
ლამაზი ოცნება ამ წუთას დასრულდა.
წარსულში დარჩება ფერადი სიზმრები ,
მომავლის იმედი შავებში ჩასმულა...
მაგრამ დრო როგორც ყოველთვის გიშველის,
და ჩვენი პატარა ამბავიც დასრულდა!!!



ეკა სანიკიძე
ავდიოდი კიბეზე და უეცრად ჩამიტყდა,
შენსკენ გამოვიხედე მზერა მაინც გამექცა...
მომავალი ჩავაწყე, წარსულს წესით ვივიწყებ...
აწმყოს დავემალე, და კიბე კიბე ვირბინე!
და, თითეულ კიბეზე ვიხსენებდი ტკივილებს...
თუ სიცივე ამიტანს შენზე ფიქრი გამათბობს,
დრო უეცრად გავიდა წარსულს თითქოს ვივიწყებ...
და უაზრო სიკვდილზე ფიქრი ისევ დამათოვს...
ვერ გავიგე, რატომ, და რისთვის გადავიფიქრე
მომავალში არ მინდა წარსულს აღარ ვივწყებ...



ეკა სანიკიძე