ფოთოლცვენის ერთ სევდიან დღეს,
თვალებს დავხუჭავ და ცაში ავფრინდები!
შენ რომ მოხვალ და შემახებ ხელს,
ცივი ვიქნები და უხმოდ ატირდები...
და მერე მოგონებების ზღვას ვეღარ დაიტევ,
მიხვდები დრო თითქმის უაზროდ გასულა,
და კვლავ რომ შემხედავ იფიქრებ ძვირფასო,
ლამაზი ოცნება ამ წუთას დასრულდა.
წარსულში დარჩება ფერადი სიზმრები ,
მომავლის იმედი შავებში ჩასმულა...
მაგრამ დრო როგორც ყოველთვის გიშველის,
და ჩვენი პატარა ამბავიც დასრულდა!!!
ეკა სანიკიძე
No comments:
Post a Comment