Sunday, October 16, 2011

გახსოვს?.. არ მენახე დიდხანს,
სულში უშენობა წვიმდა.
მე, შენს სიყვარულზე მლოცვეს,
შენი მოფერება მინდა.
გახსოვს?.. დაგინახე დღეს,
და სულში გაიდარა!..
ვიცი, არ მნატრულობ შენ,
მაინც მენატრები, და, რა?..
წუხელ დაგინახე სხვასთან,
მისთვის ლოცულობდი დღეს!..
ჩემი მოფერების ნაცვლად,
იმ სხვას დაუკოცნი მკერდს,
იმ სხვას დაუკოცნი ბაგეს,
იმ სხვას დაუსუნთქავ ყელს,
იმ სხვას ჩასჩურჩულებ ყურში,
როგორ ძლიერ გიყვარს დღეს!..
მე კი, ისევ შენთვის მლოცველს,
შენი მოფერება მინდა,
ისევ მომენატრე კარგო,
გახსოვს?.. არ მენახე დიდხანს…

ეკა სანიკიძე

მე ჩემს ოცნებებს გიმხელდი…
შენ სულ თვალებში მიცქერდი…
მეგონა ერთად ვიქნებოდით,
შენ ხომ სიყვარულს მპირდებოდი.
სულ შენ დაგეძებდნენ ჩემი თვალები,
გინდოდა, შემხებოდი ბაგეზე_ბაგეთი
ჩემს გულში გრძნობები თანდათან იზრდებოდა…
შენს გულში თურმე პირიქით, მცირდებოდა.
მე შენი თვალები მეგონა გულწრფელი,
და თურმე ყოფილა ის ბინძურ წუმპეში…
ამდნეი ტყუილი, ამდენი სიცრუე…
მე კი დაგიჯერე და ჩემად დაგიგულე…
და ბოლოს გაბედე, მითხარი ვტყუიო,
სხვაში აღარ შეცდე, იყავი ჭკუითო…
მერე კი წახვედი, დამტოვე სევდიანი,
თვალებით დარდით სავსე, და სიყვარულიანით!!!


ეკა სანიკიძე

Thursday, October 6, 2011

კოკისპირულად გაწვიმდა,
ელვა კი ანათებს ცას,
მითხარი ჩემთან არ გინდა?
მითხარი, მითხარი რა?!
წვიმა არა და არ წყდება,
ელვა კი ანათაბს ცას,
მითხარი ჩემგან რა გინდა?
მითხარი, მითხარი რა?!
წვიმა არ იღებს არა,
და შენც იძახი არას,
ელვამ კვლავ გაანათა
ჯიუტად ისმის არა!
ცხოვრებამ როგორ დამღალა,
გული მატკიინა მართლაც,
ცხოვრებამ ბევრჯერ მატირა,
და შენ კვლავ ამბობ არას...
მითხარი ჩემგან რა გინდა?
აღარ გიყვარვარ ალბათ,
თუ კი მოგბეზრდი რა გინდა,
წადი არ გეტყვი არას...
ცხოვრება შენც აგატირებს,
დაიტანჯები ალბათ.
წადი და მასთან იცხოვრე,
ნუღარ დამტანჯავ, კმარა!
გავა დრო, და შენც მიხვდები
რაც ჩაიდინე ახლა,
ჩემსავით მიტოვებული
ტირილით მოხვალ და ნახავ,
აქ აღარ დაგხვდები იცოდე,
ვიქნები სამარის კართან,
თეთრი ყვავილი მედება
და შენ კვლავ იტყვი არა_ს...
უშენოდ სიცოცხლე არ მინდა!
გაიგე, არა და არა!!!


                        ეკა სანიკიძე
სევდიანი ნაპირი, სევდიანი ხმა,
ცრემლით სავსე თვალები, და მონატრების ზღვა ,
უსასრულო ლოდინი, და უსასრულო გზა,
უიმედო სიყვარული, უვარსკვლავო ცა…
მთვარიანი ღამეები მარტოობისა!
შეშლილი ფიქრებისგან განწირული ვარ…
ეს უაზრო ოცნებები კარგს რას მოიტანს?
თან მოჰყვება ქარიშხალი და ცრემლების ზღვა.
ნეტავ რატომ მეშინია შენთან შეხვედრა?
ვიცი გამცემს თვალები, და ვერ დავიჭერ თავს,
გვერძე ისე ვერ ჩაგივლი თითქოს არვინ ხარ.
ფუჭი ოცნებები და  მონატრება მკლავს.
ეს უაზრო სიყვარული კარგს რას მომიტანს…
ძლიერ მომნატრებიხარ და რით ვუშველო თავს?
სევდიანი ღიმილი და ცრემლნარევი ხმა!
შენ ვერასდროს ვერ გაიგებ როგორ მიყვარხარ,
და ვერ ნახავ ჩემ სტრიქონებს შენ რომ გეძღვნება…
აღარ ვიცი რა ვაკეთო რით ვუშველო თავს,
შენი სიყვარული და მონატრება მკლავს!!!


ეკა სანიკიძე
მენატრები, რასაც ეხლა ვგრძნობ არც ვიცი როგორ გადმოვცე, მგონი პირველად ვარ ესე რომ არ შემიძლია სიტყვებით იმის თქმა რასაც ვგრძნობ და განვიცდი არ ა და სულ ვწერ ყოველთვის წერა მეხმარებოდა რომ ჩემი ემოციები გადმომეცა დ დავცლილიყავი, ეხლა ...... ეხლა კი უბრალოდ გეტყვი რომ მიყვრახარ რაღაც აუღწერელად, უსივრცოდ, .......... მიყვარხარ, მჭირდები, მიხარიხარ, მეტკივილები, მებედნიერები იმიტომ რომ მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვრახარ უთვალავჯერ მიყვარხრ!.. ხანდახან ამ სიყვარულის მე თვიტონ მეშინია იმდენად არანორმალურია, მენატრები მჭირდები შენ ხარ ჰაერი რომლის გარეშეც უბრალდ წარმოუდგენლია სიცოცხლე.......... სიცოცხლე და არა არსებობა, არსებობიტ ნებისმიერი ჩვენგანი არსებობს მთავარი ამ არსებობას სიცოცხლე ერქვას და თუ შენ არ მეყოლები ეგ სიცოცხლე არ იქნება , იქნება უბრალოდ მოვალეობა რომ ვიარსეობო, მიყვარხარ ...........










ეკა სანიკიძე


Friday, August 5, 2011

სულში ტკივილია, და გულს უშენობა აწამებს…
ისიც არ ვიცი საით გავყვე მე შენს ნაკვალევს …
მხოლოდ უშენობა თუ შემშლის და გადამრევს…
როგორ გავუმკლავდე ცხოვრებას ნაწამებს…
კვლავ ცრემლი მისველებს ღაწვებს და წამწამებს …
შენი მონატრება ჩემს გულს კვლავ აწამებს…
არ ვიცი რა ვქნა, რომ აღარ გავწმადე …
ნეტავ სად გაძებო,  გული რომ დაწყნარდეს …
სულში ტკივილია და გულს უშენობა აწამებს …
ცრემლი კვლავ მისველებს ღავწებს და წამწამებს …
მე მხოლოდ უშენობა მტანჯავს და მაწვალებს …
არ ვიცი სად გაძებო გული რომ დაწყნარდეს!!!



ეკა სანიკიძე
ქვეყანაზე ბოროტებამ დაიბუდა,
გათავხედდა, ყველა გულში ჩაიხუტა.
სიყვარული გაიყიდა, განადგურდა
ახლა ფული ჩემო კარგო ყველას უნდა,
ადრე როცა სყვარულით თავს იძღობდნენ,
ახლა კარგო მხოლოდ ფულით კაიფობენ…
შურმა, ბოღმამ ისაკუთრა კაცის გული,
სიძულვილიტ შეიცვალა სიყვარული!
განადგურდა ყოველივე წმინდა და,
ხალხის თვალში, ბოროტება აკიაფდა
სიმწრისაგან თურმე ზეცაც ატირდა და, 
ეს სიმწარე ცაზე მეხად აისახა.
ქვეყანაზე ბოროტებამ დაიბუდა,
გათავხედდა, ყველა გულში ჩაიხუტა.
შურმა, ბოღმამ ისაკუთრა კაცის გული,
სიძულვილით შეიცვალა სიყვარული!



ეკა სანიკიძე
თვალზე ცრემლები დამდენია, დარდად ვქცეულვარ
ასე უგულო და ცივ არსებად გადავქცეულვარ...
რაც ასე მძულდა, და ასე მძაგდა იმან მაჯობა,
და თავისნაირ არარაობად მომაჯადოვა.
და, მე ჩავები ბოროტების ფერხულში ნებით,
და  ჩემი თავი მეზიზგება საკუთარ ნებით,
მეც იმად ვიქეც რასაც ასე  მწარედ ვერბძოდი...
და ახლა ვხვდები თურმე მეც მას ვემსგავსებოდი.
მალე მასავით გამიხდება ალბად თვალებიც,
ცივი, უგულო, გამჭვირვალე მიუკარები,
ჩემს დანახვაზე შეძრწუნდებიან ალბად ბავშვები,
როგორც მე ვძრწოდი როცა მის თვალს თვალს ვუყარებდი,
ო ღმერტო რისთვის დავისაჯე ასე რას მერჩი
რატომ მაქციე მეც ისედად ვისაც კვლავ ვებრძვი


ეკა სანიკიძე

მიღელავს ზღვა და მიაპობს სივრცეს
პატარა გული დიდ სიყვარულს იტევს
შენი თვალები მაგიჟებს ისევ
გული ახალ დღეს ხო შენით იწყებს
განა მიყვარხარ, უბრალოდ ისე
გულს უხარიხარ, გონებას მივსებ
რა, დაიჯერე? გგონია გიშვებ?
არა, მიყვარხარ ძლიერად ისევ
უშენოდ ცხოვრება ვეცადე ბევჯერ
არსებობაზე მეტი ვერ შევძელ
ყოველთვის მაკლდი, მაკლიხარ ისევ
უშენოდ ცხოვრებას ვერაფრით ვიწყებ

ეკა სანიკიძე

Wednesday, July 6, 2011

საღამოა, მთვარის შუქი დიდი
და ქუჩაში მოსეირნე წყვილი,
და მათ შორის სიყვარული დიდი
და თვალებში ანთებული ჟინი
გაბუტული ტუჩები და კოცნა
მერე ისევ სიყვარულის ფიცი
ეს პატარა გოგონა კი ტირის
ბიჭის ბაგეს არ შრდება ფიცი
და გოგონა უცებვე წყვეტს ტირილს
მერე ისევ იღიმის და ყვირის
ყვირის როგორ ძლიერ უყვარს ბიჭი




ეკა სანიკიძე
წავედი დავეცი მაგრამ ავდექი!
ვიცოდი ვცდებოდი და არ ვჩერდებოდი...
მინდოდა მესროლა, მაგრამ შემეცოდა,
გიყვარდეს მოყვასიო ყურში ჩამესმოდა!
სულ არ მეშინოდ,ა უბრალოდ მტკიოდა...
და მარტო დარჩენილს ცრემლები მდიოდა.
გონება გრძნობდა, გულს კი არ სჯეროდა,
სიყალბეს, რომელსაც მაინც ენდობოდა,
გავიდა დრო და უკვე მეშინოდა...
ტკივილის რომელიც ნელნელა მედებოდა.
და ასე ამ ტემპით ცხოვრება გრძელდებოდა,
შეცდომის დაშვება მაინც არ ჩერდებოდა...



ეკა სანიკიძე
ფოთოლცვენის ერთ სევდიან დღეს,
თვალებს დავხუჭავ და ცაში ავფრინდები!
შენ რომ მოხვალ და შემახებ ხელს,
ცივი ვიქნები და უხმოდ ატირდები...
და მერე მოგონებების ზღვას ვეღარ დაიტევ,
მიხვდები  დრო  თითქმის უაზროდ გასულა,
და კვლავ რომ შემხედავ იფიქრებ ძვირფასო,
ლამაზი ოცნება ამ წუთას დასრულდა.
წარსულში დარჩება ფერადი სიზმრები ,
მომავლის იმედი შავებში ჩასმულა...
მაგრამ დრო როგორც ყოველთვის გიშველის,
და ჩვენი პატარა ამბავიც დასრულდა!!!



ეკა სანიკიძე
ავდიოდი კიბეზე და უეცრად ჩამიტყდა,
შენსკენ გამოვიხედე მზერა მაინც გამექცა...
მომავალი ჩავაწყე, წარსულს წესით ვივიწყებ...
აწმყოს დავემალე, და კიბე კიბე ვირბინე!
და, თითეულ კიბეზე ვიხსენებდი ტკივილებს...
თუ სიცივე ამიტანს შენზე ფიქრი გამათბობს,
დრო უეცრად გავიდა წარსულს თითქოს ვივიწყებ...
და უაზრო სიკვდილზე ფიქრი ისევ დამათოვს...
ვერ გავიგე, რატომ, და რისთვის გადავიფიქრე
მომავალში არ მინდა წარსულს აღარ ვივწყებ...



ეკა სანიკიძე

Saturday, June 18, 2011

და თუ კი მე და შენ ვიქნებით ცალ_ცალკე
რად მინდა ასეთი ცხოვრება მითხარი,
და თუ კი ეგ სახე ყოველდღე არ ვხატე
რად მინდა ისეთი ოცნება მითხარი,
და თუ კი ყოველდღე არ ვწერე ლექსები
მაგ შენი ლამაზი თავლების წინაშე
რად მინდა სიცოცხლე უაზრო იქნება
შენზე თუ არ ვილოცე ხატების წინაშე…
და თუ კი ერთმანეთს  ხელი არ ჩავკიდეთ
რად მიდნა დავუყვე ოცნების ბილიკებს,
თუ კი უშენოდ მომიწევს გაფრენა
არ მინდა ოცენბა უშენოდ ვიტირებ!!!
დაგიწერე სულ პატარა ლექსი,
შენი თბილი თავლებივით წმინდა…
უშენობით ამ არეულ წუთებს,
მხოლოდ მწარე რეალობა ჰქვია…


                     ეკა სანიკიძე









ვიცი დრო მოვა კვლავ სინანულის და ეს წარსული დაიწყებს გლოვას.
დრო მოვა ვიცი აღსარებისა და ეს წარსული დაიწყებს ბოდვას.
ცოდვას ყოველი მოიმკის ბოლოს  ყველას თავისი მოუვა ჟამი
და თუ სიკვდილმაც ვერ შეგაშინა მაშ თვით სიცოცხლე ყოფილა ავი




ეკა სანიკიძე

Friday, June 17, 2011



მე სიყვარულის მწამდა ოდესღაც,
მაგრამ წავიდა გაქრა ყოველი ,
მე დავრჩი ბოლოს მარტო, ეულად
ასე ყველასგან მიტოვებული ...
და, თუ ოდესმე ისევ შევაღე,
მე სიყვარულის ლურჯი კარები...
მაშინ იცოდეთ თან გამიმზადეთ
კუბო სამარის მინანქარები.
რადგან, თუ ერთხელ კიდე მოხდება,
და სიყვარული ისევ გაქრება
მაშ ჩემი გული უმალ მოკვდება
და სამუდამოდ დასამარდება...

 


ეკა სანიკიძე
მერე რა, რომ ცხოვრებაში ყვეალაფერი ხდება,
ზოგან ვიღაც იბადება, ზოგან ვიღაც კვდება,
ასე არის ბედისწერა, სულ გეთამაშება,
თამაშში თუ არ აჰყევი ძლიერ გაბრაზდება.
ცხოვრება ხანდახან ცუდია, ხანდახან კი კარგი;
ზოგს რაღაცა უხარია, ზოგს კი ახრჩობს დარდი.
ეთამაშე ბედისწერას გაუშალე კარტი!
ხანდახან თუ არ გარისკე მაშ ცხოვრება რად ღირს.
ასე არის მოწყობილი არსებობის არსი,
ღმერთმა შექმნა სამყარო და არ დავკარგოდ ფასი…
სიხარულს და სევდა_ნაღველს ერთმანეთში გავცვლით.
ასეთია კაცთა მოდგმის ოდიდგანვე არსი!...

                  ეკა სანიკიძე















მე, შენთან ღიმილი მინდოდა მესწავლა…
შენ კი ატირება მასწავლე,
მე შენთან სიყვარული მიდნოადა…
შენ კი, გული მატკინე და ჩათვალე
ვითომც არაფერი მომხდარა,
ვის არ ტკენიაო, ვითომ,
რამდენჯერ, მატირე და მაწვალე
რამდენჯერ, ვინატრე შენი სითბო…
რამდენჯერ მოვედი, შენ წახვედი
დარდი დამიტოვე და… თითქოს
სულაც არაფერი მომხდარა,
გული მაინც შენზე ფიქრობს.
მიყვარხართქო გითხარი ათასჯერ
ათასჯერ ჩაგეღიმა, თითქოს
შენთვის გაიფიქრე გულში,
სულელი გოგო ისევ ჩემზე ფიქრობს.

                                   ეკა სანიკიძე
იყო და არა იყო რა
ჩვენი ამბავიც იყო რა
ასე გავიდა ხანი და
ფიქრები დღესაც მიგორავს
რა მოხდა განა რა იყო
ჩვენი აზრები გაიყო
რა მოხდა? გინდა ? გპირდები
წავლ და გავირინდები
ეს ფუჭი დანაპირები
მივდივარ და ვერ გცილდები
ფიქრები შენზე ფიქრები
ვხედავ ჭკუიდან ვიშლები
სიტყვები ბევრი სიტყვები
მგონი ორივე ვგიჟდებით
იყო და არ აიყო რა
ჩვენი ამბავიც იყო რა


                        ეკა სანიკიძე
თუკი ცხოვრებისგან მიიღე გამოწვევა, 
ცრემლი არ დაღვარო, არ ღირს ატირება
თუკი ბრძოლა გინდა, არ გსურს დამარცხება 
შიში დაივიწყე და გზა განათდება!..
თუკი შენს გარშემო ტყუილი გამეფდება,
სიმართლით ებრძოლე, ის მიანც დამარცხდება.
თუკი შენს თვალებზე ცრემლი გაიელვებს...
შენი მტრის გულში იმედი დაიბუდებს.
თუკი შენს გარშემო შური გამეფდება,
გულგრილად შეხედე და უმალ მიყუჩდება.
თუკი ბედნიერი წუთები მოფრინდება, 
ნუ გაგიხარდება მალევე გაფრინდება,
თუკი სიყვარული გულში გაგიჯდება
არავის გაუმხილო ფუჭად გადიქცევა...
თუკი შენს თვალებში სევდა ირეკლება 
მაშინვე გაიღიმე სევდა ფერმკრთალდება,
თუკი გრძნობ, რომ ცრემლებს ვერ იოკებ
სიხარულს დააბრალე, სევდა გადამალე
და თუკი ცხოვრება მაინც არ გეშვება
უბრალოდ დაიკიდე და მაშინვე მოგეშვება...

                                               ეკა სანიკიძე
დროს შერჩენილი უმანკოება მუჭში მოვიქციე და ჩუმად გადავმალე...
მერე, შემეშინდა ვისთვის დავიმალე, ისევ ავდექი, და ჩუმად გავიპარე...
მერე, უამრავი ფიქრი გავითვალე, დრო და წუთები თითებზე დავითვალე,
ბევრი ვიფიქრე, და ბევრიც არ ვიფიქრე, რაღაც მინდოდა, და კვლავ გადავიფიქრე...
მერე ის მოვძებნე, ის დროში მიმალული, ჩემი ბავშობა და ჩემი სიყვარული...
ისევ მან გამათბო, მან არ გადამაგდო, სხვებივით არ გამწირა, გული არ მატკინა!
მერე, გავიღვიძე, ბევრი არც ვიფიქრე, ისევ დავხატე და სული ჩავახატე...
ჩემი ოცნებები ფერებში გადმოვხატე, გავალამაზე და გულში ჩავიხატე.
ბერვი ვიფიქრე და ბევრიც არ ვიფიქრე, გაფრენა მინდოდა და კვლავ გადავიფიქრე!..







                                                                                                                     ეკა სანიკიძე